

დაშინების ზარები რუსული კანონის ფონზე და გამოძიების დუმილი

თბილისის ქუჩები მასობრივმა სპონტანურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. აქციაზე ახალგაზრდების დიდი რაოდენობა შეინიშნება - მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველის გამზირს რამდენიმე თვე კეტავდნენ რუსული კანონის გასაპროტესტებლად და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი მიზნად ისახავს ორგანიზაციების, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდან მოდის, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად’’ რეგისტრაციას. ეს მოიცავს არასამეწარმეო ორგანიზაციებს, მაუწყებლებს, ბეჭდური და ინტერნეტმედიის მფლობელებს. „უცხოურ ძალად“ განისაზღვრა უცხო ქვეყნების ხელისუფლება, უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირები და უცხო სამართლის საფუძველზე დაფუძნებული ორგანიზაციები. კანონი ითვალისწინებს ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოში ამ კანონის იმპლიმენტაცია გვაშორებს ევროკავშირის წევრობას და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ისინი, რომლებმაც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა.


კანონპროექტის მიღების პერიოდში, მასობირივი პროტესტების ფონზე აქტიურად ხორციელდებოდა აქციაზე მყოფი მოწინააღმდეგეების დაშინება სატელეფონო ზარების, ჩასაფრებისა და ფიზიკური ანგარიშწორების მეშვეობით. სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ზარები შემოდიოდა როგორც ქართული, ისე უცხოური ნომრებიდან.
2024 წლის 7 მაისს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს უცნობი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც მედიას შვედეთის საელჩოსთან კომენტარს აძლევდა. ჩვენ დავუკავშირდით მას და ვთხოვეთ, გაეხსენებინა დაშინების შემთხვევათა დეტალები.
გიორგი კლდიაშვილი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ უცნობი ნომრები ურეკავდნენ ტელეფონზე, როგორც მას, ისე მის ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს. ზარების შინაარსი რუსულ კანონს ეხებოდა და უხამსი სიტყვებით გამოირჩეოდა. ამასთანავე, გამოტოვებული უცნობი ზარების შემდეგ ის ამ ნომრებზე რამდენჯერმე შეეცადა უკან გადარეკვას, თუმცა ყოველ ჯერზე ოპერატორი იუწყებოდა, რომ ეს ნომრები არ არსებობდა. მისივე თქმით, მას არ მიუმათავს სამართალდამცავი უწყებებისთვის, რადგან მათ ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

რუსული კანონის ძალაში შესვლისთანავე დაიწყო უფლებადამცველების მიმართ დევნის განხორციელება, მათ შორის ერთ-ერთი ესეთი საქმე გახლდათ “ბაიას საქმე”. აღნიშნულზე დეტალების გასარკვევად დავუკავშირდით ქალთა უფლებების დაცვის ფემინისტური ორგანიზაციის “საფარის” უფროს იურისტს, თამარ ლუკავას. მისი თქმით, სხვადასხვა კუთხით ხდებოდა დაშინებები, მაგალითად სატელეფონო ზარების განხორციელება ოჯახის წევრებთან, სადარბაზოს კედლებზე უხამსი შინაარსის წარწერები. აღნიშნული წერილები იყო ბაიასა და ადამიანთა უფლებათა სახლში დასაქმებულთა შეურაცხყოფისკენ მიმართული. წარწერები განთავსებული იყო გარე პერიმეტრსა და შიდა ეზოში. ამოუცნობი პირები სამჯერ იყვნენ ამ ტერიტორიაზე, გამთენიისას მომუშავე პერსონალს დახვდათ არსებული დირექტორების ამობეჭდილი ფოტოები ქვემოთ წარწერებით, რომლებიც შერაცხავდნენ მათ “აგენტებად და მოღალატეებად” მათ შორის იყო ბაიას ფოტოც. ,,საფარმა’’ მიმართა პოლიციასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიუხედავად არაერთი წერილისა და მოთხოვნის დაყენებისა მათგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ. სტანდარტულად, როდესაც მიმართავენ პოლიციას განცხადებით, იწყება გამოძიება და ამის შესახებ შეტყობინება მოსდით დაინტერსებულ პირებს ან მეორე მხრივ, არ იწყება დანაშაულების ნიშნების არასრებობის გამო და ამის შესახებ დაცულია ინფორმირებულობა. თუმცა, თამარ ლუკავა აღნიშნავს რომ ამ საქმზე არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ ამის შესახებ, პოლიციის მხირდან არის სრული დუმილი და არანაირი ინფორმაიცის მოწოდება არ ხდება.
თამარ ლუკავას თქმითვე ანონიმური ზარების სერია შეიძლება მიუთითებდეს პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევაზე. მისი დარღვევით ხელმისაწვდომი გახდა ათასობით მონაცემი უცნობი მესამე პირებისთვის. ბაიას შემთხვევაშიც მსგავსად არამხოლოდ ერთი ადამიანის პერსონალური მონაცემები დაირღვა, არამედ მათიც, ვინც ამობეჭდილი რუსულ კანონს არ უჭერთა მხარს. ეს ქმედებები პირდაპირ კავშირშია რუსულ კანონთან, ვინაიდან ამ დროს დაიწყო პროფესიული ნიშნით ადამიანების დევნა. ერთადერთი მიზანი ამ დევნისა იყო ის, რომ მაქსიმალურად შეევიწროვებინათ უფლებადამცველები იმისთვის, რომ არ შეძლებოდათ მათი საქმიანობის განხორციელება და საზოგადოებაში შეექმნათ ცრუ წარმოდგენები უფლებადამცველთა საქმიანობის შესახებ, რამეთუ შინაარსი მიმართული იყო მათი ღირსების შელახვისა და მტრული განწყობის შექმნისკენ და რომ არასწორი მიმართულებით ეჩვენებინათ სზოგადოებისთვის მათი საქმიანობა. სწორედ ეს იყო ,,საფარისთვის’’ ხელისშემშლელი ფაქტორი საკუთარი საქმის განხორციელებაში.
ჩვენ ამასთანავე დავუკავშირდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აღნიშნულ საკითხზე. მათი ინფორმაციით, ფიქსირდება შემოსული რამდენიმე ასეთი სახის დანაშაული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პერიოდში, თუმცა აღნიშნული სამართალდამცავ უწყებებს გადაეცა და გამოძიების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.